შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე

2016 წლის 7 ივლისს, საქართველოს მთავრობის #317 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი –სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დამტკიცდა. ტექნიკური რეგლემანტით სამედიცინო საქმიანობაში რადიაციული უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრა და მოთხოვნები ევროკავშირის დირექტივებთან მოვიდა შესაბამისობაში. მოთხოვნები ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც.

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 – ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული მუხლი მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევას არეგულირებს. ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისიდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებს ან / და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმეგებელ პირებს შეხვდება. სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბაზაზე ჩატარდა იმიტირებული ინსპექცია, განხილული იყო ბარიერული დაცვის საშუალებები, დოკუმენტაციის წარმოების წესები, საერთაშორისო და ნაციონალური მოთხოვნები და რეკომენდაციები, პერსონალის და პაციენტების რადიაციული უსაფრთხოების / დაცვის საკითხები.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა მონაწილეებს გააცნო ნაციონალური გაიდლაინი “რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” და განსახილველად გადასცა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს.