სტომატოლოგთა ასოციაციაში ტრენინგები გრძელდება

ზურაბ ალხანიშვილი

2019 წლის 15 მარტს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფიში მორიგი ტრენინგი ჩატარდა ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხებზე. .

დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 4000-ზე მეტი ექიმი სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული.

ტრენინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა და გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

  • ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • დავით წერეთელი,  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
– მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა
– ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
– ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი
– სტომატოლოგიური პერსონალის ხელების ჰიგიენა;
– სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ობიექტების ზედაპირების როლი ინფექციების გავრცელებაში;
– დეზინფექტანტების აქტივობაზე მოქმედი ფაქტორები;
– დეზინფექციის ძირითადი მეთოდები;
– წინასასტერილიზაციო დამუშავება;
– სტერილიზაცია;
– სტერილიზაციის ხარისხის კონტროლი;
– დეკონტამინაციის გარემოს მოწყობა – ძირითადი მოთხოვნები;
– სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, სტერილიზაცია – ხარისხის ძირითადი კრიტერიუმები;
– დეკონტამინაციის პირველი ეტაპი – ინსტრუმენტების მანუალური/ავტომატური წმენდა;
– ინსტრუმენტების დეზინფექცია, ძირითადი მოთხოვნები;
– ინტრუმენტების ინსპექცია;
– სტერილიზაცია – სტერილიზატორის სახეობები, სტერილიზაციის ეტაპის მონიტორინგი;
– გასტერილებული ინსტრუმენტების შენახვა;
– ნარჩენების შეგროვების, შენახვის და დამუშავების წესები;

  • ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
  • ნარჩენების მართვის კოდექსით გავთვალისწინებული ვალდებულებები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს
  • ნარჩენების მართვის გეგმა (კლინიკის ნარჩენების მართვის გეგმა და გარემოს და შეთანხმების პროცედურები
  • ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი
  • სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია
  • სამედიცინო ნარჩენების შეგროვებისა და დროებითი შენახვის წესები
  • გარემოსდაცვითი მმართველი
  • ნარჩენების მარკირება და სეპარირებული შეგროვება
  • ეტიკეტირება და მარკირება

ახალ ჯგუფებში რერისტრაცია გრძელდება. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://bit.ly/2YlYwDM