რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი – სასწავლო პროგრამა

შპს “იონირება”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და შპს ალბიუსის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აკრედიტებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლების გადამზადებას.

სამიზნე ჯგუფი: • სამედიცინო დაწესებულებაში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები; მონაწილეთა კვალიფიკაცია: უმაღლესი სამედიცინო განათლება მისაღწევი შედეგი: სამედიცინო დასხივების სფეროში მომუშავე ან მომავალში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა შეეძლოს რადიაციული დაცვის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების კონტროლი: • მაიონებელი გამოსხივების წყაროების ინვენტარიზაცია; • რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება და შენახვა; • პერსონალის ინდივიდუალური დოზების კონტროლი და მონაცემების აღრიცხვა; • პერსონალისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება; • ავარიული მზადყოფნის გეგმის შემუშავება და მისი შესრულება; • მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის პროგრამების შესრულება.

მიზანი:

სამედიცინო დასხივების სფეროში მომუშავე ექიმთა ცოდნის დონის ამაღლება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში (საფრთხეების, უფლებები, მოვალეობები, პაციენტისა და მოსახალეობის დაცვა); რადიაციული ინციდენტის დროს არსებული გეგმის მიხედვით მოქმედება

კურსის დასრულების შემდგომი წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაიცემა კურსის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.

მონაწილების ღირებულება: 195 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 309 711 2 400 707

რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი - სასწავლო პროგრამა